-
ავტორი
- კატეგორიები: პედაგოგი ხელოვნებათმცოდნე კრიტიკოსი კურსდამთავრებული
გვახარია გიორგი (გოგი) ნიკოლოზის ძე (07.III.1957, თბილისი), ხელოვნებათმცოდნე, ჟურნალისტი, პუბლიც., კრიტიკოსი. დაამთავრა თბილ. სამხატვრო აკადემია, ხელოვნებათმცოდნის სპეციალობით (1979). გ. ჩუბინაშვილის სახ. ხელოვნების ისტ. ინ-ტში დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია, თემაზე:,,ქართული ფილმების სახვითი გადაწყვეტა“ (1987). პარიზის „ადამიანის ინსტიტუტში“ მოიპოვა დიდროს სტიპენდია (1993-1994), სადაც მუშაობდა თემაზე „კინოს ენა და ფილმის აღქმის თავისებურებები“. სხვადასხვა დროს იყო: თსუ-ის ხელოვნების ფაკ-ტის უფრ. მასწავლებელი (1981-2000); შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. და კინოს უნ-ტის პროფ. (1989-დან); ილიას უნ-ტის პროფ. (2014); ,,რადიო თავისუფლების“ კულტურის მიმომხილველი (1995); იყო სხვადასხვა სატელევიზიო და რადიო გადაცემების წამყვანი და ავტორი: სახელმწ. ტელევიზიის კინორედაქციაში „პირველი არხის“ (1995); „რუსთავი – 2“-ში გადაცემა „ფსიქოს“ (1997-2005); გადაცემა „თავისუფლების თეორემის“ ტ/კ „იმედი“ (2006-2007); პირველი არხისა და „რადიო თავისუფლების“ ერთობლივი პროექტის „წითელი ზონის” (2008-დან); გადაცემა „ანარეკლების“ („რადიო თავისუფლებისა” და აჭარის ტელევიზიის ერთობლივი პროგრამის - 2017-დან). სხვადასხვა დროს წაიკითხა ლექციები კონსტანცის (გერმანია); სორბონის (საფრანგეთი); კლერმონფერანის (საფრ.) და ბათუმის უნ-ტებში. მისი პუბლიც. წერილები აქტიურად იბეჭდება ,,რადიო თავისუფლების“ ქსელურ გვერდზე და ჟურნ. „ცხელ შოკოლადში“. იყო ამავე ჟურნ. დამატება „კინოს“ მთ. რედ. იგი ასევე აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნ.-გაზ. „ხელოვნება და კინო“; „7 დღე“; „დილის გაზეთი“ და ა.შ. გ. გ. თანაავტორია წიგნებისა: “Le Cinema Georgien” (1980); “Eizenstein (Milan, 1990); “Europa, Europa” (Bonn, 1994). აირჩიეს საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრად (1980); იყო ობერჰაუზენის და ნიონის კინო-ფესტივალების ჟიურის; საქართვ. კინემატოგრაფისტთა კავშირის; ლუკინო ვისკონტის საზ-ბის (1993); ს. ეიზენშტეინის მსოფლიო ფონდის წევრი (1998); ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრ. საბჭოს წევრი (2003-2011); ლიტ. პრემია საბას ლაურეატი კატეგორიაში საუკეთესო ესსეისტიკა და დოკუმენტური პროზა (2014).
თხზ.: გვხარია, გ. (2013). ცრემლიანი სათვალე. თბ., ბაკურ სულაკაური, ISBN 9789941158605; გვხარია, გ. (2019). კალატოზიშვილი (კალატოზოვი). თბ., ილიას სახელმწ. უნ-ტი, ISBN 9789941183294.